ბრედ პიტი

ბრედ პიტი თავისი პირველი კოცნის შემდეგ სახლში გაიქცა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ბრედ პიტმა გამოცემასთან  W Magazine თავის "5 პირველ რამეზე" ისაუბრა, მათ შორის პირველ კოცნაზე, პირველ გამოსაშვებ საღამოსა და პირველ სიყვარულზე. 

"მე ორ პირველ გამოსაშვებ საღამოს დავეწარი, რადგან იმ დროს, ლამაზ გოგოს ვხვდებოდი, რომელიც სხვა სკოლაში სწავლობდა. შესაბამისად, ჯერ ერთ წვეულებაზე წავედით შემდეგ კი - მეორეზე."

მსახიობმა თავისი პირველი კოცნის ისტორიაც გაამხილა. 

"მისი სახელი ლიზა იყო. ეს მის ავტოფარეხში მოხდა. ჩემგან ერთი ქუჩის დაშორებით ცხოვრობდა და რომ ვაკოცე, პირდაპირ სახლში გავიქეცი. მეხუთე კლასში ვიყავით. ძალიან ვნერვიულობდი. ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა: აქ შევხვდებით და ამას ვიზამთ და საბოლოოდ მარტო ის მახსოვს, რომ უკვე სახლში გავრბოდი. სულ ვიღაც მიყვარდა, ბაღიდან მოყოლებული ვიღაც მიყვარდებოდა." 

შეგიძლიათ, ნახოთ ბრედ პიტის სრული ინტერვიუ:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები