თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ზელენსკი ირანს: დამნაშავეების პასუხისგებას, კომპენსაციას, ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვთ

0 კომენტარი
ფოტო: The Washington Times

მას შემდეგ, რაც ირანმა აღიარა, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა:

"ეს დილა კარგი არ ყოფილა, თუმცა სიმართლე მოიტანა. საერთაშორისო კომისიის სამუშაოს დასრულებამდე, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანმა თავი დამნაშავედ ცნო. თუმცა, ჩვენ დანაშაულის სრულიად აღიარებას ვითხოვთ. ჩვენ ირანისგან ველით, რომ სრულფასოვანი და ღია გამოძიებისთვის მზად იქნება, პასუხისმგებელ პირებს სასამართლოზე პასუხს აგებინებს, დაღუპულთა ცხედრებს გადმოასვენებს, კომპენსაციას გადაიხდის, დიპლომატიური გზით ოფიციალურ ბოდიშს მოიხდის. 

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გაგრძელდება ხელოვნური გადადებისა და დაბრკოლების გარეშე. სიმართლის დასადგენად ჩვენ 45 პროფესიონალს სჭირდება სრული წვდომა და ჩართულობა".

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.

დღეს ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს.

განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

ირანის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

გუშინ, New York Times-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო შეამოწმდა და დაწერა, რომ შემოწმების შედეგად, დასტურდება, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები