აშშ-ში შტორმს სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Bossier Parish Sheriff's Office

აშშ-ში შტორმს სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შტორმის შედეგად გამოწვეული მსხვერპლი დაფიქსირდა ტეხასის, ალაბამას და ლუიზიანას შტატებში. ამ ტერიტორიას თავს ტორნადო და ძლიერი ქარი დაატყდა. ოკლაჰომაში დაიხრჩო ერთი პირი. გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აიოვაშიც ქარბუქის გამო.

დაღუპულთა შორის არის ერთი პოლიციელი და ერთი მეხანძრე. ისინი გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთა დახმარებას ცდილობდნენ, რა დროსაც თოვლის და მოყინული გზის გამო მათ მანქანა დაეჯახა.

მოსახლეობას შტორმის შედეგად მოყინულ გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

ალაბამას, მისისიპის, ლუიზიანას, ტეხასის და მიჩიგანის შტატებში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომენტარები