ხელის თხოვნა

კაცმა მძინარე მზეთუნახავის დასასრული გადააკეთა, რათა შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვა

0 კომენტარი

კინორეჟისორმა ლი ლოშლერმა დისნეის მულტფილმის, მძინარე მზეთუნახავის დასასრული გადააკეთა, რათა ოჯახისა და მეგობრების წინაშე შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვა.

ლი ლოშლერი ილუსტრატორებთან ერთად 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, რათა თავისი შეყვარებულის საყვარელი 1959 წელს გადაღებული მულტფილმის დასასრული გადაეკეთებინა.

12 დეკემბერს კაცმა შეყვარებული კინოში წაიყვანა, რათა მულტფილმი ეჩვენებინა. ისინი წინა რიგში დასხდნენ და როდესაც ფინალური მომენტის დრო დადგა, გოგომ შენიშნა, რომ მძინარე მზეთუნახავის პერსონაჟი მას ჰგავდა - ამის შემდეგ მულტფილმშიც და რეალობაშიც ლი ლოშლერმა თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა.

ლი ლოშლერს მუტლფილმის დასასრული სხვანაირადაც ჰქონდა გადაკეთებული, იმ შემთხვევაში თუ მას თავისი შეყვარებული დანიშვნაზე უარს ეტყოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები