ავსტრალიის ცხოველები

ავსტრალიის ხანძარს გადარჩენილი მშიერი ცხოველებისთვის თვითმფრინავებიდან საკვები გადაყარეს

0 კომენტარი
ფოტო: Boredpanda.com

ავსტრალიელები ინოვაციურ გზებს ეძებენ, რათა ხანძრისგან გადარჩენილი მშიერი ცხოველები გამოკვებონ.

ამჯერად, ავსტრალიის შტატ ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ თვითმფრინავებიდან 2 200 კილოგრამი სტაფილო და ტკბილი კარტოფილი გადაყარა, რათა გადარჩენილმა ცხოველებმა გამოკვება შეძლონ. 

ცხოველების გამოკვების ოპერაციას "Rock Wallaby" ერქვა.

ახალი სამხრეთ უელსის გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ცხოველებს, რომლებიც ავსტრალიის ხანძარს გადაურჩნენ, ახლა საჭმელი საერთოდ აღარ დარჩათ და ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ.

ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა, დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი და სიდნეის უნივერსიტეტის ცნობით მოკვდა მილიარდზე მეტი ცხოველი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები