აშშ-ის სანქციები

აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქ პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა

0 კომენტარი

აშშ-მა მოლდოველ მილიარდელსა და "დემოკრატიული პარტიის" ლიდერს, ვლად პლახოტნიუკს, სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტვიტერზე გაავრცელა.

"ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დააზინა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მე ოფიციალურად შევიყვანე იგი სანქცირებული პირების სიაში. კორუფციასთან ბრძოლაში აშშ მხარს უჭერს მოლდოვას", — ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში. 

ვლად პლახოტნიუკი მოლდოვის ყველაზე მსხვილი დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა. მას ხშირად მოლდოვის არაფორმალურ მმართველადაც მოიხსენიებდნენ.  

პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული მოლდოვასა და რუსეთშიც.

ამ დროისთვის პლახოტნიუკი ძებნაში იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები