არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება

4 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 6 წელი მიესაჯა

0 კომენტარი

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებული თ.წ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თ.წ-მ 2018-2019 წლებში 4 არასრულწლოვანის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.წ.-მ 2018 - 2019 წლებში, ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა". - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები