ბრიუს დევიდსონი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც ჩიკაგოში, 1933 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. 19 წლის ასაკში მან ბუს ფოტოსთვის პირველი ჯილდო დაიმსახურა. 1958 სააგენტოს Magnum Photos წევრი გახდა. მოგვიანებით, დევიდსონი ბრიტანეთში გამოცემამ Queen Magazine მიიპატიჟა ორი თვით. ის მუშაობდა Vogue-ისთვის და New York Times-ისთვის და დოკუმენტური პროექტებიც განუხორციელებია.
ამჯერად, გთავაზობთ ბრიუს დევიდსონის თვალით დანახულ ნიუ-იორკის მეტროს, რომელშიც, ფოტოგრაფი, მისივე თქმით, ხედავს უდიდეს გრძნობას. თავიდან ავტორი შავ-თეთრ ფოტოებს იღებდა, თუმცა მოგვიანებით, მიხვდა, რომ რკინა და მასში არეკლილი სინათლე მეტროში ფერის სრულიად ახალ აღქმას ქმნიდა და ფერადი სურათების შექმნა დაიწყო. პროექტი Subway (მეტრო) დევიდსონმა 1980 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მეტროთი მგზავრობა, განსაკუთრებით კი ძვირადღირებული ფოტოკამერით საკმაოდ სახიფათო იყო.