წყალბურთი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა

0 კომენტარი

ევროპირველობაზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა. D ჯგუფის პირველი მატჩი უნგრეთში, ბუდაპეშტში გაიმართა. ევროპირველობის ისტორიაში საქართველომ პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში.

16 იანვარს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება, 18 იანვარს კი - მოქმედ ჩემპიონს, იტალიას.

ევროპის ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს. დღევანდელი მოგებით საქართველოს ნაკრები საუკეთესო 12 გუნდში მოხვდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები