NDI-ის კვლევა

2018 წელთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია - NDI

მთავარი არხი

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას, კარგად მოსახლეობის 32% აფასებს, საშუალოდ - 33%, ხოლო ცუდად - 27%. უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, 2018 წლის მარტში სამინისტროს საქმიანობას უარყოფითად 15% აფასებდა, დადებითი მაჩვენებელი კი იგივე, 32% იყო. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის 23%, საშუალოდ 32%, ცუდად კი - 30%. უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით აქაც გაზრდილია, 2018 წლის მარტში - 20% იყო.

თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას 23% აფასებს კარგად, საშუალოდ -37%, ცუდად 28%. 2018 წლის მარტში თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას უარყოფითად 14% აფასებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 19%, საშუალოდ - 33%, ცუდად - 30%. შსს-ს საქმიანობას ცუდად, 2018 წლის მარტის კვლევის მიხედვით, 19% აფასებდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას ახალი კვლევის მიხედვით, კარგად 16% აფასებს, საშუალოდ - 34%, ცუდად 34%. უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი აქაც გაზრდილია 4%-ით, წინა წელთან შედარებით. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 15%, საშუალოდ - 36%, ცუდად - 27%. უარყოფითი შეფასება წინა წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის 15%, საშუალოდ 32%, ცუდად - 31%. 2018 წლის მარტში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას ცუდად 19% აფასებდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას კარგად აფასებს 10%, საშუალოდ - 30%, ცუდად 42%. 2018 წლის მარტში ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას ცუდად მოსახლეობის 29% აფასებდა. 

ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა, 8% აფასებს კარგად, 29% საშუალოდ, ცუდად - 39%. წინა წლის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 23%-ია. 

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები