უკრაინა

უკრაინის პრემიერმინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობას ტოვებს

ალექსეი გონჩარუკი

უკრაინის პრემიერმინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას დაწერა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა:

"რათა გავაქარწყლოთ ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტისადმი ჩვენი პატივისცემის და ნდობის თაობაზე, დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ და გადავეცი პრეზიდენტს." წერს გონჩარუკი.

გონჩარუკის განცხადებას წინ უძღოდა ინტერნეტში აუდიო ჩანაწერების გავრცელება, რომლებშიც, სავარაუდოდ გონჩარუკის ხმა არის ჩაწერილი და ის პრეზიდენტ ზელენსკის სულელს უწოდებს და ამბობს, რომ მას ეკონომიკური პროცესების ძალიან პრიმიტიული გაგება აქვს და მის თავში ცარიელი ადგილი და ნისლია. უკრაინის მთავრობის პრესსამსახური ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს.

კომენტარები