თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ირანი ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთებს უკრაინას გაუგზავნის

PBS

ირანი თეირანში ჩამოგდებული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის შავ ყუთებს უკრაინას გაუგზავნის.

ამის შესახებ ინფორმაცია Reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საფრანგეთის, კანადის და აშშ-ის ექსპერტიზის გამოყენებით, ჩვენ ფრენის მონაცემების ჩამწერის წაკითხვას კიევში შევეცდებით," - თქვა ირანის სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევების გამოძიების დირექტორმა ჰასან რეზაიფარმა.

როგორც რეზაიფარმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში შავი ყუთებიდან ინფორმაციას ვერ მოიპოვებენ, შავი ყუთები საფრანგეთში გაიგზავნება.

მისივე თქმით, ირანი შავი ყუთების ინფორმაციას არ ნახავს.

8 იანვარს ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ირანი თავდაპირველად თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აღიარა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

აღიარებას თეირანის ქუჩებში მასშტაბური აქციები მოჰყვა. პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. დააკავეს ათობით ადამიანი.

კომენტარები