ხანძარი

დიღომში, "მიონის" შენობაში გაჩენილ ხანძარს კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

dianews

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, "მიონის" ყოფილი ქარხნის შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცლილი შუახნის მამაკაცია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, მისი გამომწვევი მიზეზები კი ჯერჯერობით უცნობი. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. 

კომენტარები