გლობალური ეკონომიკა

IMF-ის დირექტორი: გლობალური ეკონომიკა დიდი დეპრესიის რისკის წინაშე დგას

0 კომენტარი

ვაშინგტონში, პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიო სავალუტო ფონდის, პრეზიდენტმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკა დიდი დეპრესიის რისკის წინაშე დგას. 

კრისტალინა გეორგიევას თქმით, რისკის ყველაზე დიდი წინაპირობა მზარდი უთანასწორობაა. თავის განცხადებაში გეორგიევა სავალუტო ფონდის ბოლო კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც დღევანდელი ეკონომიკური სურათი 1920-იანი წლების ვითარების მსგავსია. 1929 წელს აშშ-ში დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. 

გეორგიევას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უთანასწორობის გლობალური დონე შემცირდა, ცალკეულ განვითარებულ სახელმწიფოებში ეს მაჩვენებელი იზრდება. სავალუტო ფონდის პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობის მდიდარ და ღარიბ ფენებში მზარდი უთანასწორობა პოლიტიკურ რისკებს ქმნის და პოპულიზმის გამყარებას უწყობს ხელს. 

გეორგიევა ამბობს, რომ მომავალ ათწლეულში კლიმატის ცვლილებამ და სავაჭრო პროტექციონიზმის გაძლიერებამ შესაძლოა სოციალური მღელვარებები და ფინანსური ბაზრების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 

სავალუტო პრეზიდენტის თქმით, ამ გამოწვევების დაძლევის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური სექტორის სათანადო სახელმწიფო რეგულირება და ეკონომიკური ზედამხედველობა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები