ჯეკ ვან იმპი

30 წლის მანძილზე სამყაროს დასასრულზე მქადაგებელი ტელევანგელისტი ჯეკ ვან იმპი გარდაიცვალა

0 კომენტარი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი ტელევანგელისტი ჯეკ ვან იმპი. 30 წელზე მეტის მანძილზე, ვან იმპი ტელევიზიით ქადაგებდა.

მას მიჰყავდა ყოველკვირეული გადაცემა და მიმდინარე ამბებს მიმოიხილავდა სამყაროს დასასრულის კონტექსტში. გარდა ამისა, ვან იმპი ცოლთან ერთად აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებშიც ქადაქებდა.

ვან იმპს ზედმეტსახელად "მოსიარულე ბიბლია" შეარქვეს, რადგანაც ბიბლიიდან ათი ათასობით ფრაზის ციტირება შეეძლო. მისი პროგნოზით, ქრისტეს მეორედ მოსვლა 2001-დან 2012 წლამდე უნდა მომხდარიყო. ყოველი გადაცემის ბოლოს, ვან იმპი მსმენელებს მოუწოდებდა, ქრისტე მხსნელად ეღიარებინათ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები