საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს, მიზეზს კალაძე მთავრობის სხდომაზე იტყვის

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, დღეს დილიდან შემოღობილია.

რკინის ჯებირზე შემოხვეულია მწვანე ფერის ქსოვილი, ღობის მიღმა კი ატრაქციონები აღარ არის.

ტაბულა დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ პარლამენტთან ღობის დადგმის მიზეზს კახა კალაძე დღეს, მთავრობის სხდომაზე იტყვის. თბილისის მთავრობის სხდომა მერიაში 11:00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან ერთად, პიკეტების განახლება დააანონსა.

კომენტარები