საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა. საპატრიარქო მიზეზად მასმედიის საშუალებით გაკეთებულ "შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს" ასახელებს.

"საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)",-ნათქვამია განცხადებაში. 

მამა ანდრია სარია საპატრიარქოში ეთიკის საბჭოს შეხვედრაზე 12 დეკემბერს დაიბარეს

შეგახსენებთ, რომ მამა ანდრია სარია ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ღიად საუბრობდა. იგი მხარს უჭერდა მეუფე პეტრე ცაავას და საპატრიარქოს წარმომადგენლებს აკრიტიკებდა

კომენტარები