კორუფციის აღქმის ინდექსი

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

benjielayug.com

საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველომ გასულ წელთან შედარებით ორი ქულა დაკარგა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო კორუფციის აღქმის თვალსაზრისით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა, თავის მხრივ, ეს რეგიონი ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

"სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კერძო ხელში კონცენტრაცია მნიშვნელოვანი წინაღობაა რეგიონში. გადამეტებული გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე კვლავაც წარმოადგენს დიდ გამოწვევას პოლიკიტური სამართლიანობისთვის საქართველოში, რომელმაც ორი ქულა დაკარგა გასული წლის შემდეგ," - ნათქვამია ანგარიშში.

ჯამში, საქართველო 56 ქულით მსოფლიოს მასშტაბით 44-ე ადგილს იყოფს კოსტა რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.

კორუფციის აღქმის ინდექსი 180 ქვეყანას და ტერიტორიას საჯარო სექტორის კორუფციის მიხედვით ალაგებს, რისთვისაც ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს ეყრდნობა.

კომენტარები