ლევან იზორიას ძმის საქმე

ლევან იზორიას ძმის დაკავება და გათავისუფლება ჩარევის შემდეგ - მთავარი არხის ვიდეო

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმას და კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ ათავისუფლებს. ვიდეო 2014 წელს არის გადაღებული, მაშინ როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მთავარ არხთან ინტერვიუშივე პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.

გავცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ იზორიას ძმას ყოფილი მაიორი გიორგი დვალიშვილი ადმინისტრაციული წესით აკავებს, რა დროსაც ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ ლევან იზორიას ძმაა, თუმცა როცა ხვდება, რომ პოლიციელთან ეს არ ჭრის მუქარაზე გადადის - "იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?" - მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე წუთში საქმეში სხვა პოლიციელები ერევიან, რომლებიც ტელეფონით იღებენ ინსტრუქციებს და იზორიას ათავისუფლებენ, კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მიდის ლევან იზორიას მძღოლიც. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ვიდეოს არსებობა ცნობილია გიორგი გახარიასა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვისაც.

მათივე ცნობით, დვალიშვილს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა რუხაძემ  ჩანაწერის მობილურში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც სამართალდამცველმა უარი განაცხადა და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.

როგორც მთავარი არხი განმარტავს, ამ ამბის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

"რისკებს ვაცნობიერებ, ძალიან არ მინდა ამ ქვეყნის დატოვება და ვეცდები არ დავტოვო, ვიმედოვნებ ეყოფათ გონება და არ ჩაერთვებიან ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ", - ამბობს დვალიშვილი მთავარი არხის ეთერში.

გიორგი დვალიშვილმა ამ ფაქტის შესახებ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და შსს-ს იმ მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რომელბმაც მომხდარი დანაშაული დაფარეს, თუმცა საქმეს გაგრძელება და რეაგირება არ მოჰყოლია.

"7 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კახა ბუხრაძის წინააღმდეგ სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების ფაქტზე, დღემდე გაჩერებულია", - ამბობს მთავარ არხთან საუბარში სამართალდამცველი, რომელმაც ლევან იზორიას ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები