ავტოავარია

ავტოავარიის შემდეგ ცხენისწყლის არხში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ეძებენ ერთ კაცს

flickr

ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის არხში მეორე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს. მაშველები ავტოავარიის შედეგად არხში ჩავარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს ეძებენ. 

ცაგერში სამძებრო სამუშაოები გუშინ, 23 იანვარს დაიწყო. ავტომობილში, რომელიც არხში გუშინ ჩავარდა, სამი მამაკაცი იმყოფებოდა. არხში ჩავარდნილი ავტომანქანა დინებამ ხელოვნურ გვირაბში შეითრია.

ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკა და მყვინთავები ჩაერთნენ.  

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები