ბეჟან გუნავა

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ბეჟან გუნავა დააკავეს და ხელწერილით გაათავისუფლეს

news.ge

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ბეჟან გუნავა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ის ავტომობილით სხვა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, თუმცა შემთხვევის ადგილი მიატოვა. მოგვიანებით კი მიბრუნდა და მძღოლს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მან წინააღმდეგობა გაუწია ადგილზე მყოფ პოლიციასაც, რის შედეგადაც ის დააკავეს. შემთხვევა დღეს, 24 იანვარს მოხდა.

ბეჟან გუნავა პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას გუნავას დაკავება დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პოლიტიკოსი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით დააკავეს.

გარდა ამისა, ბეჟან გუნავა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაჯარიმდა.

კომენტარები