თბილისის საკრებულო

საკრებულოს დასუფთავების თანამშრომელი: 196 ლარს ვიღებთ, არავინ დაგვეხმარა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ნანა ჯუღელი ამბობს, რომ მისი და სხვა დამლაგებლების ხელფასი თვეში 196 ლარია. ჯუღელის თქმით, დასუფთავების სამსახურის ოცივე თანამშრომელმა ხელფასის მომატების თხოვნით საკრებულოს ყველა სამსახურს მიმართა, თუმცა, არავინ დაეხმარა, რის შემდეგაც დახმარება ენმ-ის წევრს, ლევან ხაბეიშვილს სთხოვეს.

"საკრებულოში ყველას მივმართეთ, ვისაც შეიძლებოდა, რომ ჩვენი სიტუაცია შეხებოდა. ყველგან ვიყავით ხელფასების მომატების მოთხოვნით. იმიტომ რომ, 196 ლარს ვიღებთ ხელზე. ეს არის აუტანელი, ძალიან დაბალი ხელფასებია. მაგრამ არავინ მოგვისმინა. ვითომ გულთან მიიტანეს, დაგვპირდნენ მომატებას. დაველოდეთ ტენდერს, რომელიც ჩატარდა. შემოვიდა კომპანია, რომელმაც ისევ დაბალი ხელფსები შემოგვთავაზა. მოვითხოვეთ, რომ სატენდერო პირობებში ჩადებულიყო მაღალი ხელფასი, როგორც ეს ხდება იუსტიციის სახლში. უარი გვითხრეს, კანონს ვარღვევთო. ამის შემდეგ 20-ვე დამლაგებელმა ქალმა მივმართეთ ლევან ხაბეიშვილს დახმარების თხოვნით. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - თქვა ნანა ჯუღელმა.

თბილისის საკრებულოში კომისიების სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, სცემეს.

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის თქმით, შურღაიას მიერ ხაბეიშვილისთვის დარტყმის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა.

ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

"თარაშ შურღაიას ხელის მოქნევის შემდეგ, მთელი ქართული ოცნება დაგეგმილად დაესია თავს ხაბეიშვილს, მათ შორის ცინცაძე, მათ შორის ჩაკვეტაძე, ზარქუა და ა.შ. დაესიეს, წააქციეს და წაქცევის შემდგომაც გრძელდებოდა მასზე ძალადობა," - ყვება დეპუტატი.

საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა თქვა, რომ ხაბეიშვილი "2 წელია, ცდილობს, გაილახოს" და რომ ის თავის "ძაღლს უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე ხაბეიშვილს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები