ხაბეიშვილის ცემა

ნარმანია ხაბეიშვილის ცემაზე: ყველაფერს აქვს საზღვარი, დეპუტატებს მოთმინების ფიალა აევსოთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თბილისის ყოფილი მერი და სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ლევან ხაბეიშვილის ცემას ეხმაურება. მისი თქმით, "ოცნების" დეპუტატებს "მოთმინების ფიალა აევსოთ".

"ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, მათ შორის, საჯაროდ, ეთერების მეშვეობით აზრის და სიტყვის გამოხატვასაც. ეს საზღვარი, როგორც ჩანს, იქნა გადალახული ოპოზიციის მხრიდან. მოთმინების ფიალა აევსოთ უმრავლესობის დეპუტატებს",-ამბობს ნარმანია მთავართან ინტერვიუში.  

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე დღეს, 25 იანვარს მივიდა. გამოძება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ გამოძიებისა და რეაგირების იმედი არ აქვს.

ლევან ხაბეიშვილის ქართული ოცნების წევრებმა გუშინ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

თარაშ შურღაიას მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია, თუმცა, ასევე მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები