პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა

თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან პატრიოტთა ალიანსმა აქცია გამართა.

აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების, NDI-სა და IRI-ის საქმიანობა გააპროტესტეს.

"მოვედით იმიტომ, რომ ამერიკის ხელისუფლებას ვუთხრათ, გაიტანეთ NDI და IRI საქართველოდან!" - ამბობს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი.

როგორც პატრიოტთა ალიანსში განმარტავენ, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ენდობიან და სანაცვლოდ, გამართულ აქციაზე მათი აქტივისტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარადგინეს.

"არის ჯგუფი, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ექსპერიმენტს ატარებს სააკაშვილის და ბოკერიას სასარგებლოდ", - თქვა ირმა ინაშვილი.

კომენტარები