Tinder

Tinder-ს განგაშის ღილაკი დაემატება, რითაც საფრთხისშემცველ პაემანზე პოლიციას გამოიძახებთ

Thomas Trutschel/Photothek/Getty Images

მსოფლიოში პოპულარულ გაცნობის აპლიკაციას Tinder-ს განგაშის ღილაკი დაემატება.

თუ თქვენ აპლიკაციის მეშვეობით გაცნობილ ადამიანთან პაემანზე საფრთხის ქვეშ იგრძნობთ თავს, ღილაკზე დაჭერით პოლიციის გამოძახებას შეძლებთ.

ღილაკით სარგებლობის შემდეგ, თქვენ ტექსტური შეტყობინებით კოდს მიიღებთ, პასუხის დაუბრუნებლობის შემთხვევვაში ოპერატორი თქვენს ნომერზე დარეკავს, თუ ამ შემთხვევაშიც არ უპასუხებთ ზარს, ავტომატურად მოხდება პოლიციის გამოძახება.

ღილაკით სარგებლობა უფასო იქნება, ამის შესახებ კომპანიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება.

თავდაპირველად ამ ფუნქციით, 28 თებერვლიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისარგებლებენ აპლიკაციის მომხმარებლები.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება აპლიკაციის დამატებითი ფუნქცია მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი.

კომენტარები