სალომე ზურაბიშვილი

ევროსაბჭოში ზურაბიშვილმა 50 წუთს ისაუბრა და შეკითხვებისთვის 10 წუთი დატოვა

დღეს, 28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა.

ზურაბიშვილს მიმართვისთვის ერთი საათი ჰქონდა გამოყოფილი. აქედან, ნაწილი მის სიტყვას უნდა დათმობოდა, შემდეგ ზურაბიშვილისთვის პარლამენტარებს შეკითხვები უნდა დაესვათ, მას კი პასუხი გაეცა.

ზურაბიშვილმა კი 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა, კითხვა-პასუხისთვის კი 10 წუთი დატოვა.

სიტყვის დასრულების შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა, სერ ედვარდ ლიმ დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, შემდეგი გამომსვლელებისთვის მოეწოდებინა, მათი სიტყვა 15-20 წუთს გაგრძელებულიყო, რათა პარლამენტარებს შეკითხვების დასმა მოესწროთ.

კომენტარები