თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 30 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ასი ათასი მოწამის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის , ანდრია აფაქიძის , სულხან ცინცაძის, მერაბ ალექსიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, ელგუჯა ამაშუკელის, შალვა ნუცუბიძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, გრიგოლ აფშინაშვილის, არტურ ლაისტის და მარჯორი უორდროპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები