Starbucks-მა კორონავირუსის გამო ჩინეთში 2 ათასამდე ფილიალი დახურა

ამერიკული ყავახანების ქსელმა ჩინეთში კონორავირუსის ეპიდემიის გამო, ფილიალების ნახევარი დროებით დახურა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

Starbucks-ისთვის, ჩინეთი აშშ-ის შემდეგ სიდიდით მეორე ბაზარია. ქვეყანაში კომპანიის 4 ათასმდე ფილიალი მუშაობს, რომელთა ნახევარმაც მუშაობა დროებით შეაჩერა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ზუსტად ვერ ასახელებენ თუ რა ფინანსური ზარალი შეიძლება მიადგეს კომპანიას პროცესის შედეგად. 

სავარაუდოა, რომ მიმდინარე მოვლენები მკვეთრად უარყოფითად აისახება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე 2020 წლის პირველ კვარტალში. რამდენიმე დღით ადრე, 25 იანვარს კომპანიამ ხუბეის პროვინციაში მდებარე ყველა ფილიალი დახურა. ახალი კორონავირუსი სწორედ ხუბეის პროვინციის დედაქალაქ, უხანიდან გავრცელდა. ხუბეი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროვინციაა, რომლის მოსახლეობაც 60 მილიონს აღემატება. 

ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ამერიკული საოჯახო რესტორნების ქსელმა, Macdonalds-მაც. ახალი ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევები გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. 

არსებული ინფორმაციით, ვირუსი სხვადასხვა ტიპის გართულებას და პნევმონიას იწვევს. ამ დროისთვის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 6 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 130 ადამიანი.

კომენტარები