ვითარება საავტომობილო გზებზე

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

0 კომენტარი
ფოტო: გზების დეპარტამენტი

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშოშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტის) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ დრომდე გზის ამ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები