ავთანდილ წერეთელი

ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ვატო წერეთელმა გადაცემა რეაქციაში ისაუბრა. მისი თქმით, მამა სააბაზანოში, უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო გამოიძახა. ჯერჯერობით დიაგნოზი უცნობია. 

ვატო წერეთელი ამბობს, რომ ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი თქმით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სასამართლო პროცესებს უკავშირდება. 

"ადამიანს ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, სტენტირებები უდევს გულში და დღეში 4 ნემსს იკეთებს ინსულინისას, ყოველდღე ატარებენ სასამართლოში საათობით. პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში, რომ ყოველდღე ატარებდნენ საათობით 70 წლის კაცს პროცესებზე. უბრალოდ ვერ გაუძლო ჯანმრთელობით და დაემართა ის, რაც დაემართა. დღეს რომ მოვიდა, მითხრა, უეჭველი მიჭერენო, მერე მეუბნებოდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა"- ამბობს ვატო წერეთელი და ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის გაუარესებას ხელისუფლებას აკისრებს. მისივე თქმით, "ხელისუფლებას მხოლოდ ის მოტივი აქვს, რომ თავისუფალი მედია გააჩეროს".

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები