ხოაკინ ფენიქსი

ფერმერები ხოაკინ ფენიქსის მიერ ოსკარზე წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურნენ

0 კომენტარი
ფოტო: Hollywood Reporter

9 თებერვალს ოსკარის ცერემონიაზე ხოაკინ ფენიქსმა ჯილდო ტოდ ფილიპსის ფილმში Joker შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო. ოსკარის მიღებისას ფენიქსმა ბევრ თემაზე, მათ შორის,  მისი აზრით ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრა

"ჩვენ თავს ნებადართულად ვგრძნობთ, რომ ხელოვნურად გავანაყოფიეროთ ძროხა და შემდეგ ბავშვი წავართვათ. ამის მერე, ვიღებთ მის რძეს და ყავაში, ბურღულეულში ვისხამთ", - თქვა ხოაკინ ფენიქსმა. 

სწორედ ამ სიტყვებს გამოეხმაურნენ ფერმერები ოფიციალური განცხადებით. 

"ჩვენ თვისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გამოხატვის თავისუფლებასაც ვაფასებთ, თუმცა ვისურვებდით, რომ ხოაკინ ფენიქსი ჩვენ გაგვსაუბრებოდა და არა ჩვენზე ელაპარაკა. რადგან, ასე რომ მოქცეულიყო მიხვდებოდა რამდენად ანაღვლებთ რძის მწარმოებელ ფერმერებს ცხოველების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა" თქვა რძის მწარმოებელი ფერმერების ნაციონალური ფედერაციის წარმომადგენელმა ალან ბხერგმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები