ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
თემურ აბაზოვი

თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო

ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020 - 11:24
Instagram
tbl.ge/4fu6
დაკოპირდა

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელმაც მოქალაქეზე იძალადა და მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სახეზე შარდის წასმა აიძულა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო.

ამას როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც მოწმობს.


ფოტო: facebook/Temur Abazovi

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე განთავსებულია პრემიერმინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ანკარაში ვიზიტის შესახებ.

თემურ აბაზოვი მითითებულია დელეგაციის წევრად, როგორც ივანიშვილის დაცვის ოფიცერი. იმავე დელეგაციის წევრია შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გუშინ, 12 თებერვალს გაამართლა. აბაზოვს ბრალად არაადამიანური მოპყრობა ედებოდა - მან ელჩინ ალახვერდიევს მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სახეზე საკუთარი შარდის წასმა აიძულა.

გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს".

მარნეულის მერი იმავე წლის 13 ივნისს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან, რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პატიმრობიდან 7 თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

მოგვიანებით კი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაც დანიშნეს.

თემურ აბაზოვიბიძინა ივანიშვილიძალადობამარნეულის მერის საქმე

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2020 - 20:49კილაძე აბაზოვის სიაში ჩასმაზე: თუ გუნდი გადაწყვეტს, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია
  • ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2020 - 16:51ვოლსკი აბაზოვის სიაში ჩასმაზე: ჯანდაბა, რავი, რატომ მოიგონა
  • ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2020 - 13:40"ოცნება" აბაზოვის სიაში ჩასმაზე: არ განიხილებოდა და არც განიხილება
  • პარასკევი, 14 თებერვალი, 2020 - 21:04აბაზოვი: მერი ვიყავი, შეცდომა არ მქონდა, ალახვერდიევი სამსახურში არ მივიღე და შური იძია
  • ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020 - 13:59მდინარაძე აბაზოვზე: ყოველთვის სპეკულაციური გამოდის განაჩენზე თქმა, რომ ის არაკანონიერია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"არ გაპატიებთ ტერორს" - საზმაუ ხალხს ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმაურება
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 19:09

"არ გაპატიებთ ტერორს" - საზმაუ ხალხს ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმაურება

რუმინულმა F-16-მა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 18:20

რუმინულმა F-16-მა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

პირს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 17:40

პირს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისში, მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 17:29

თბილისში, მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას? (რ)
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 17:28

გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას? (რ)

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2გენერალი კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო
3საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
4ზატულინი გიორგი ჭიღლაძეზე: დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
5ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕