გაერთიანებული სამეფო

სამთავრობო ცვლილებები ბრიტანეთში - თანამდებობა ფინანსთა მინისტრმა დატოვა

საჯიდ ჯავიდი
PA Images

ბორის ჯონსონის კაბინეტში სამთავრობო ცვლილებების ფონზე თანამდებობა დატოვა ფინანსთა მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა.

ჯავიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვისი წასვლის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი. მის გარდა თანამდებობი დატოვეს ჩრდილო ირლანდიის მინისტრმა ჯულიან სმიტმა, ბიზნესის მინისტრმა ანდრეა ლედსომმა და გენერალურმა პროკურორმა ჯეფრი კოქსმა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჯავიდის წასვლას წინ უსწრებდა დაპირისპირება ბორის ჯონსონის მრჩეველთან, დომინიკ კამინგსთან. გავრცელებული ცნობით, წასვლამდე ჯავიდს მოსთხოვეს, მისი რამდენიმე მრჩეველი გაეშვა, რასაც აწ უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრის უარი და გადადგომა მოჰყვა.

საჯიდ ჯავიდი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან იკავებდა, მას შემდეგ, რაც პრემირმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. იქამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იყო. მას თანამდებობაზე რიში სუნაკი ჩაანაცვლებს, რომელიც პირველი ეთნიკურად ჰინდუსი იქნება ბრიტანეთის კაბინეტში.

 

კომენტარები