ყაზახეთი

ნაზარბაევის შვილიშვილი, ოჯახის ზეწოლის გამო, ბრიტანეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

0 კომენტარი

13 თებერვალს ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის და ქვეყნის არაფორმალური ლიდერის ნურსულთან ნაზარბაიევის შვილიშვილმა აისულთან ნაზარბაიევმა, რომელიც თავს აისულთან რახათს უწოდებს, თქვა, რომ დიდი ბრიტანეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებდა. მისი თქმით, ის ოჯახის ზეწოლის ქვეშაა.

აისულთანმა Facebook-ზე დაწერა, რომ ის უკვე ბრიტანეთში იმყოფება. ის ამბობს, რომ დაპირისპირება ჰქონდა ბაბუასთან და დედასთან, დარიგა ნაზარბაიევასთან, რომელიც ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერია.

აისულთანი წერს, რომ ინფორმაციას ფლობს რუსეთის მთავრობისა და ყაზახეთის კორუფციულ გარიგებაზე - "ვსაუბრობ, ჩვენგან, ყაზახებისგან მოპარულ მილიარდობით დოლარზე." ის საუბრობს ყაზახური გაზის რუსეთისთვის ძალიან იაფ ფასად მიყიდვაზე. 

აისულთანი მის ოჯახის წევრებსა და ნათესავების კორუფციულ საქმიანობებზეც ამახვილებს ყურადღებას.

მისივე თქმით, დედამისმა და მისმა ამჟამინდელმა ქმარმა ლონდონში დეტექტივები დაიქირავეს, რათა მასზე კომპრომატები მოეძიებინათ - "ნარკოტიკების გარდა არაფერი იყო".

ის წერს რომ მოსკოვში მკურნალობდა, დაბრუნების შემდეგ კი დედა აშანტაჟებდა და სთხოვდა, Facebook-ზე არაფერი დაეწერა - "თუმცა, მე მიყვარს თავისუფლება და არაფერში გავცვლი ამას." როგორც აისულთანი წერს, ის გარკვეული პერიოდით ციხეში გაუშვეს და ფსიქტროპულ წამლებს აძლევდნენ. 

"მიკვირს, ეს ხალხი როგორ უნდა მართავდეს ქვეყანას, როდესაც ოჯახში წესრიგის დამყარება არ შეუძლიათ," - წერს ის.

ის წერს, რომ აშშ-ისთან კითხვები აქვს, ყაზახეთს სანქციებს რატომ არ უწერებს.

აისულთანი აპირებს, მეტ დეტალზე The Times-სთან ინტერვიუში ისაუბროს.

Reuters-ის ცნობით, აისულთანმა ბოლო პერიოდში სცადა, დაკავშირებოდა ნაზარბაიევის პოლიტიკურ მეტოქეებს, განიხილავდა რელიგიურ საკითხებს და ბრალს სდებდა ქვეყნის ელიტის არაერთ წარმომადგენელს.

შეგახსენებთ, რომ 79 წლის ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 28 წლის განმავლობაში მართავდა, მიმდინარე წელს პოსტი დატოვა, თუმცა კვლავ რჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და მმართველი პარტიის ლიდერად.

გარდამავალ პრეზიდენტად მან კასიმ-ჯომარტ ტოკაევი დანიშნა, რომელმაც ივნისში გამართულ არჩევნებში ხმათა 70%-ზე მეტი მიიღო და პრეზიდენტი გახდა. არჩევნების მიმდინარეობისას გამართულ აქციებზე ყაზახეთის პოლიციამ 500-მდე ადამიანი დააკავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები