რეკლამა

® რა უნდა გავითვალისწინოთ ახალ ბინაში გადასვლისას?

არქი

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალ ბინაში გადასვლისას? - თუ ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ, როგორც ბინის შეძენა გახლავთ და არქის დიდ ოჯახს შემოუერთდით, წინ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ - მოაწყოთ თქვენი ბინა. როგორც იცით, არქის ბინები თეთრი ან პრემიუმ კარკასით ბარდება, დანარჩენი კი თქვენს გემოვნებასა და სურვილზეა დამოკიდებული.

არქის 23 დასრულებული პროექტი აქვს. თუ ნებისმიერ მათგანში უძრავი ქონება გაქვთ შეძენილი, ყიდვისთანავე შეგიძლიათ გადასვლა და ცხოვრება. ახალ სახლში გადასვლისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენ სწორედ რამდენიმე მათგანზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნება ნებისმიერი ოჯახისთვის აუცილებელი პირობაა. არქი თავის პროექტებში (იქნება ეს მიმდინარე მშენებლობა თუ დასრულებული პროექტი) სიმშვიდის გარანტის სადარაჯოზეა. ჩვენს თითოეულ ბინაში შემოსასვლელი რკინის კარია დაყენებული, რაც ცხოვრებას უფრო მეტად უსაფრთხოს და მშვიდს ქმნის. დამატებითი უსაფრთხოებისთვის თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ საიმედო საკეტები, ჟალუზები თუ სიგნალიზაცია.

არქი მობინადრეებს ელექტროობის გამართულ ქსელს ახვედრებს. ეს ნებისმიერი სახლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან არ მოხდეს გადახურება ან დენის გადინება. ერთადერთი რამ, რაზეც ფიქრი მოგიწევთ არის ის, თუ როგორ განალაგოთ თქვენი მოწყობილობები ისე, რომ ელექტროობის სისტემა მათ ეფექტურად უკავშირდებოდეს.

ახალ სახლში გადასვლისას მობინადრის ერთ-ერთი საფიქრალი ფერთა ვარიაციაა. სწორედ ფერები გამოკვეთს ბინის ატმოსფეროს და თქვენს პიროვნებასაც ხაზს უსვამს. გამოიყენეთ ნათელი ფერები მისაღები ოთახისთვის, რბილი და რომანტიკული ჩრდილები - საძინებლისთვის, ვარსკვლავები და ცისარტყელები - თქვენი შვილების ოთახისთვის.

ავეჯი ზემოთ მოცემული დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ. განიერი წიგნების თაროები, ყავის მაგიდები, სათამაშო ყუთები, ლამაზი სათავსოები - ბინაში განთავსებული თითოეული დეტალი თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებზე მორგებული უნდა იყოს. სახლში სიმყუდროვის და კომფორტის შემოსატანად ტექნიკის შეძენით იზრუნეთ. არქი სპეციალურად არქელებს ლოიალურობის ბარათს - არქი ქარდს სთავაზობს. ამ ბარათით თქვენ ტექნიკისა თუ ავეჯის მრავალ მაღაზიაში პროდუქციას ფასდაკლებით შეიძენთ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ ბინაში გადასვლა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, შედეგი ამ ფასად ღირს. გადასვლის პროცესს მობინადრეებზე დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტის აქვს. მაგალითად, ის ამცირებს სტრესს, დაქორწინებული წყვილებისთვის კი რუტინისგან გათავისუფლების საშუალებადაც მიიჩნევა. ამ პროცესში მთელი ოჯახის ჩართულობა ოჯახის წევრებს ერთმანეთთან უფრო აახლოებს.

კომენტარები