თბილისობა მინსკში 2019

მინსკში თბილისობაზე ხელოვანებისა და საკრებულოს წევრების წაყვანა 70,000 ლარამდე დაჯდა

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

არასამთავრობო ორგანიზაციის "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2019 წელს მინსკში თბილისობისთვის ხელოვანებისა და საკრებულოს წევრების წაყვანა 67,267 ლარი დაჯდა.

მინსკში თბილისობისთვის წაყვანილი ხელოვანები თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდნენ და თანხამ 42,935 ლარი შეადგინა, ხოლო საკრებულოს 7 თანამშრომლის წაყვანა საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და თანხა 24,332 ლარი გამოვიდა.

ხელოვანებში შედიოდნენ დათო გომართელი, ჯგუფი მგზავრები და სხვები.

"2019 წლის 23 აგვისტოს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში “თბილისობა” გაიმართა, რომლის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს ოფიციალური ვიზიტით კახა კალაძე და მაშინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.

თბილისობის ფარგლებში მინსკში კულტურული ღონისძიებები გაიმართა, რაშიც კონცერტები და სხვადასხვა დადგმები შედიოდა, რის გამოც ბელარუსიაში ქართველი ხელოვანები წაიყვანეს და ეს თბილისის მერიის სარეზერვო ფონდს 42,935 ლარი დაუჯდა.

წაყვანილ ხელოვანებში მოხვდნენ: დათო გომართელი, გიორგი ფუტკარაძე, ჯგუფი მგზავრები, ბენდი ირაო, ანსამბლი შვიდკაცა და სხვები.

"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს" - ეს არის განმარტება, თუ რისთვის შეიქმნა და რა არის სარეზერვო ფონდის მოვალეობა და მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მინსკში თბილისობა მეხუთედ ჩატარდა და ის გაუთვალისწინებელი ხარჯი სულაც არ ყოფილა, ხელოვანების წაყვანა მაინც სარეზერვო ფონდიდადნ დაფინანსდა.

ხელოვანებთან, მთავრობიდან და მერიიდან წასულ დელეგაციებთან ერთად, მინსკში საკრებულოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. ესენი იყვნენ: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა, თამარ შურღაია, ვლადიმერ ძნელაძე, ბექა დავითულიანი, ლევან არველაძე, ავთანდილ ცინცაძე და გიორგი დოხტურიშვილი - მათი მინსკში “ზეიმი” მთლიანობაში 24,332 ლარი დაჯდა.

გარდა მინსკისა, თბილისობა 2019 ცხადია, თბილისშიც ჩატარდა და ეს 2-დღიანი ღონისძიება მთლიანობაში 923,550 ლარი დაჯდა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები