LGBTQ უფლებები

ჩრდილოეთ ირლანდიაში პირველი ერთნაირსქესიანთა ქორწინება შედგა - ფოტოები

0 კომენტარი
ფოტო: BBC.com

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა, პირველი გეი ქორწინება შედგა.

შარნიმ და რობინმა ბელფასტიდან, 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 11 თებერვალს იქორწინეს. მათი თქმით, გაცნობის დღიდან სულ ერთად არიან და დაქორწინება ყოველთვის სურდათ.

"ჩვენ მადლობლები ვართ Love Equality-ის აქტივისტების, რათა მათ იბრძოლეს ჩვენთვის. რომ არა მათი შრომა და დახარჯული ძალისხმევა, ამ პოზიციაში დღეს არ ვიქნებოდით", - თქვა წყვილმა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერნთაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი 2019 წლის, 13 იანვრიდან გახდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები