ქართული ოცნება

მდინარაძე "ოცნების" აქტივისტების აქციაზე: ჩაკვეტაძემ მითხრა, ვერ ვაკავებ ამ ხალხსო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, გუშინ, 18 თებერვალს, "ოცნების" აქტივისტების მიერ ევროპული საქართველოს ოფისთან გამართულ აქციას ეხმაურება, სადაც რამდენიმე ადამიანი "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეწყვეტას" ითხოვდა

მდინარაძის თქმით, აქციის შესახებ მას ინფორმაცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ მიაწოდა და უთხრა, "ვერ ვაკავებ ამ ხალხსო".

"მითხრა, რომ რამდენიმე ათეული მესიჯი მომივიდა უკვე და არ არსებობს, ამ გოგოებმა და ბიჭებმა ეს არ გააპროტესტონო. სიტყვა-სიტყვით გიყვებით. ჩვენი ახალგაზრდულის თავმჯდომარემ ჩამაყენა საქმის კურსში, რომ ვერ ვაკავებ ამ ხალხსო",-თქვა მდინარაძემ. 

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, 18 თებერვლის სესიაზე, სადაც ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გენერალურ პროკურორად დანიშვნის კენჭისყრას აპირებდნენ, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს

"ეს არის საბჭოთა კავშირი, ეს არის ამ ხელისუფლების ჰიმნი, ამის ფონზე უნდათ ცხოვრება, მაგრამ არ ექნებათ ამის კომფორტი - ჩვენს ქვეყანაში არ იქნება საბჭოთა კავშირი, მუდმივად ექნებათ მათ ეს დისკომფორტი" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები