ჩინეთი

ჩინეთმა კრიტიკული სტატიის გამო Wall Street Journal-ის სამი ჟურნალისტი გააძევა

პეკინი, თიენანმენის მოედანი.
CNN

19 თებერვალს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ Wall Street Journal-ის სამ ჟურნალისტს 3 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის "ჩინეთი აზიის დაავადებული კაცია" გამო გააძევა.

სტატიის ავტორი უოლტერ რასელ მიდია, რომლმაც ახალ კორონავირუსზე პეკინის რეაგირება გააკრიტიკა და განიხილა თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ეპიდემიამ ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინსტრო სპიკერმა კენ შუანგმა თქვა, რომ სტატიის ავტორებმა ისეთი "რასისტული დისკირიმინაციული" სათაური გამოიყენეს, რამაც ჩინელ ხალხში და საერთაშორისო საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია:

"Wall Street Journal-ს ოფიციალური ბოდიშიც არ მოუხდია და არც შეუტყობინებია მასში ჩართულ ადამიანებისთვის რას გეგმავს. ამრიგად, გადაწვეტილია, რომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტებს დღეიდან პრეს-ბარათები გაუუქმდებათ".

ჩინეთის უცხოელ კორესპონდენტთა ჯგუფი რეპორტიორების გაძევებას გამოეხმაურა:

"ჩინეთში ჩინეთის უცხოელ კორესპონდენტთა ჯგუფის კორსეპონდენტები და კოლეგები მაღალჩინოსნებისგან მზრდად შევიწროებას, თვალთვალს და დაშინებას განიცდიან. WSJ-ს ჟურნალისტების გაძევება უკანასკნელი და ყველაზე საგანგაშო ზომაა, რაც მაღალჩინოსნებს მიუღიათ".

ჩინეთის უცხოელ კორესპონდენტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ 1989 წლის შემდეგ ეს გადაწვეტილება ყველაზე დიდი ერთჯერადი გაძევება იყო და 1998 წლის შემდეგ პირველი ყველაზე აშკარა.

Wall Street Journal-ში განაცხადეს, რომ ბიუროს ვიცე ხელმძღვანელს ჯოშ ჩინს და რეპორტიორებს ჩაო ტენგს და ფილიპ ვენს ქვეყნის დასატოვებლად 5 დღე ჰქონდათ.

მთელი გასული კვირა ჩინეთის სახელმწიფო მედია კრიტიკული სტატიის ავტორზე და გამოცემაზე თავდასხმის კამპანიას ეწევა. ჩინურმა სახელმწიფო მედიამ Global Times Wall Street Journal-ის სტატიის სათაური "რასისტულად" შეაფასა და გამოცემას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა 5 ჩინური სახელმწიფო მედია ჩინეთის მთავრობის ეფექტურ განშტოებებად გამოაცხადა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Xinhua, China Global Television Network, China Radio International, China Daily და People's Daily ჩინეთის მთავრობის საგარეო მისებად გამოაცხადა.

კომენტარები