არჩევნები 2020

კალაძემ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზაობაზე დაწერა და დასავლელი პარტნიორები მონიშნა

თბილისის მერი და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ტვიტერზე წერს, რომ მისი პარტია მზადაა, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს.

"პარტია ქართული ოცნება მზადაა, ჩაატაროს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანხმდეთ ყველაზე მისაღებ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის", - წერს კალაძე და ნიშნავს საქართველოს დასავლელ პარტნიორებს: კონგრესმენ კიზინგერს, სენატორ რიშს, ევროპის სახალხო პარტიას, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფსა და ევროპარლამენტს.

კალაძის მიერ მონიშნულმა თითოეულმა პოლიტიკოსმა და ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბოლო ხანებში ქართული ოცნება მწვავედ გააკრიტიკა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, იქნებოდა ეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება თუ გიგი უგულავას დაპატიმრება.


ფოტო: ტაბულა

 

კომენტარები