აშშ-ის საელჩო

სენატის კომიტეტი: ჩვენი აპარატის წარმომადგენელმა ისაუბრა ქართული დემოკრატიის შესუსტებაზე

dailypolitical.com

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, თბილისს ეწვია სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა, რომელიც შეხვდა პრემიერმინისტრ გახარიას, ხელისუფლების და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.

სოჩა აგრეთვე შეხვდა "სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად."

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა ისაუბრა "საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე".

როგორც კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, სოჩამ "ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას."

გარდა ამისა, სოჩამ შეხვედრებზე ისაუბრა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კომენტარები