თავისუფლების ინსტიტუტი

"გთხოვთ დახმარებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დასაცავად" - პეტიცია დასავლელ პარტნიორებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს მოქალაქეები დასავლელ პარტნიორებს პეტიციით მიმართავენ და ქვეყნის თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად დახმარებას სთხოვენ. საინიციატივო ჯგუფის და პეტიციის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გაიმართა. 

"საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ბევრნი ვართ და დავიღალეთ ძალაუფლების კონცენტრაციით ერთი ადამიანის ხელში" - თქვა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა.

პეტიცია ღიაა და მასზე ხელმოწერა ყველას შეუძლია.

მოქალაქეები დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს მიმართავენ, გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გაატაროს საარჩევნო რეფორმა.

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ დახმარებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად.

საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე. არაერთი დაბრკოლებისა და შეცდომის მიუხედავად, ასევე სკეპტიკოსთა გასაკვირად, ჩვენი ქვეყანა წარმატებული რეფორმების მაგალითად იქცა. ქართველი ხალხის მტკიცე ნებითა და დასავლეთის მხარდაჭერით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის ლიდერი გახდა.

მაგრამ დღეს ყველა ეს მიღწევა აშკარა და მზარდი საფრთხის ქვეშ დგას - ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება. საქართველოს არაფორმალური მმართველი, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს და ასეც მართავს - მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში. ის არ იკავებს სახელმწიფო თანამდებობას, შესაბამისად, არც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე.

ოლიგარქი სრულად აკონტროლებს ძალაუფლების სამივე შტოს, იყენებს სასამართლოს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, კრიტიკის ჩასახშობად, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დასაპატიმრებლად. პრო-დასავლელი ოპონენტების დემონიზების მიზნით, ის აფინანსებს და აორგანიზებს ანტი-დასავლური დეზინფორმაციის კამპანიებს. არაფორმალური მმართველის გაუწონასწორებელი და შეუკავებელი ძალაუფლება თესავს შუღლს და ძალადობას საქართველოში, რითაც მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი - რუსეთი ხეირობს. ივანიშვილის მიერ ძალაუფლების თავხედურად მიტაცების მიმართ საზოგადოება უარყოფითად განეწყო. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის რეფორმას. მათ კარგად ესმით, რომ პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა აუცილებელია, რათა შეჩერდეს სახელმწიფოს მიტაცებისა და ერთპიროვნული მმართველობის პრაქტიკა, ასე დამახასიათებელი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ბოლო წლებისთვის.

2019 წლის ივნისში სახალხო პროტესტის მიერ გამოწვეული პოლიტიკური რყევებით შეშფოთებული ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საარჩევნო სისტემის რეფორმირების საჯარო პირობა დაედო. თუმცა ოთხი თვის შემდეგ ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივით შეშინებულმა ოლიგარქმა გატეხა სიტყვა და ჩააგდო კანონპროექტი. მეტიც, მოგვიანებით ივანიშვილმა ჩაშალა ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკების პროცესი, როცა დააპატიმრა ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი და ამით ნათელი გახადა, რომ დიალოგი არ აინტერესებს.

საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს - რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას გავლენა აქვს გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. ძლიერი და დემოკრატიული საქართველო იქნება მნიშვნელოვანი მაგალითი მსოფლიოსთვის. მისი მარცხი კი გააძლიერებს რუსეთის პოზიციას ევრო-ატლანტიკური წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენი ურყევი მიზანია ქართული დემოკრატიის გაძლიერება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება დასავლეთის მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა.

მოგმართავთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე - შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში" - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც გამოქვეყნებამდე ხელს 112 ადამიანი აწერდა: 

  1. გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.
  2. გიორგი ბადრიძე - უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი, GFSIS, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი
  3. გრიგოლ მგალობლიშვილი - NATO-ში საქართველოს ყოფილი მუდმივმოქმედი წარმომადგენელი, ყოფილი ელჩი თურქეთში
  4. მაკა ჩიჩუა - საქართველოს ყოფილი პირველი ლედი
  5. ბათუ ქუთელია - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ყოფილი ელჩი აშშ-ში
  6. ნონა წოწორია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
  7. დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი
  8. თორნიკე გორდაძე - პროფესორი, პოლიტიკური სწავლებების ინსტიტუტი, პარიზი, ლილი, ბორდო
  9. ვატო ლეჟავა - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი. 
  10. აკაკი ცომაია - საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი
  11. ალიკა კუპრავა - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი.
  12. გიგა ბედინეიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი
  13. ნანა ალექსანდრია - ჭადრაკის გროსმაისტერი, ორგზის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი
  14. ანა ჟვანია - GFSIS-ის მკვლევარი თანამშრომელი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი
  15. გიორგი რუხაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი და ევროპული კვლევების დირექტორი
  16. თეონა აქუბარდია - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
  17. იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ-ს სოციოლოგიის და სოციალური სამუშაოს დეპარტამენტის უფროსი 
  18. ეკა აკობია -  საერთაშორისო ურთიერთოების ექსპერტი
  19. შოთა ღვინერია - საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში 
  20. გიორგი თაბაგარი - თბილისი პრაიდის დირექტორი.
  21. ანასტასია ბენდუქიძე - ცოდნის ფონდის დირექტორი
  22. აჩიკო გულედანი - მუსიკოსი, Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელი.
  23. თინათინ ხიდაშელი - “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
  24. დავით ჯანდიერი - დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ცენტრის დირექტორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
  25. ლაშა ბუღაძე - მწერალი.
  26. ლევან ბოკერია - კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  27. ლევან რამიშვილი - თავისუფლების ინსტიტუტის თავმჯდომარე
  28. ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი 
  29. ბექა მინდიაშვილი - ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი 
  30. ნათია სამუშია - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის მოადგილე 
  31. ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი
  32. თამარა ჩერგოლეიშვილი - ტაბულას დამფუძნებელი.
  33. პაატა შამუგია - პოეტი.
  34. გიორგი თარგამაძე - TV ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე.
  35. ნუცა ბათიაშვილი -  თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი 
  36. ანინა ტეფნაძე - On.ge-ს დირექტორი 
  37. არჩილ მარშანია - მედიცინის დოქტორი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი
  38. ბადრი გელიტაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
  39. გიორგი ისაკაძე - BMG-ის მმართველი პარტნიორი
  40. თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელი
  41. თამარ ცოფურაშვილი - ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 
  42. ბექა კობახიძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  43. ანა თავაძე - ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი 
  44. ლევან ღამბაშიძე - მასწავლებელი
  45. ზურაბ კაჭკაჭიშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი ინდოეთში
  46. ბეჟან ჯავახია - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
  47. დავით პაიჭაძე - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
  48. ზურაბ გუმბარიძე - TV ფორმულას გენერალური დირექტორი 
  49. დავით ხიდაშელი - არტისტი
  50. ზურაბ დავითაშვილი - თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი 
  51. დავით ხვადაგიანი - ისტორიკოსი
  52. გიორგი ჯანელიძე - სცენარისტი
  53. სალომე უგულავა - ტაბულას მთავარი რედაქტორი.
  54. დავით ზურაბიშვილი - მწერალი და პუბლიცისტი
  55. ნინო ჯანგირაშვილი - TV კავკასიის მფლობელი და დირექტორი.
  56. ნინი გოგიბერიძე - იურისტი
  57. გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე.
  58. დავით ზედელაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი.
  59. დიმიტრი ლიპარტელიანი - მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ჟურნალისტი.
  60. ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.
  61. შალვა ძებისაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი 
  62. ირაკლი ტაბლიაშვილი - ორგანიზაციის - "ხმა საქართველოდან" დამფუძნებელი 
  63. ელენ ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.
  64. ედუარდ მარიკაშვილი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი.
  65. გაიოზ ჯაფარიძე - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი, GSAC
  66. გიორგი მაისურაძე - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
  67. თორნიკე შარაშენიძე -  ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი
  68. თენგო ფხალაძე - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი
  69. გიორგი მელაძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  70. ზაალ ანდრონიკაშვილი  - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  71. გიორგი მუმლაძე - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი
  72. გიორგი ნონიაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი.
  73. გიორგი ტაბლიაშვილი - არტისტი.
  74. სალომე ხვადაგიანი - თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი. 
  75. ნინო მაჭარაშვილი - ტაბულას რედაქტორი.
  76. გელა ვასაძე - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის რეგიონალური კვლევების პროგრამის დირექტორი.
  77. მოძრაობა “გხედავ”.
  78. მოძრაობა “სირცხვილია”.
  79. იოსებ ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი
  80. ირაკლი ხვადაგიანი - ისტორიკოსი
  81. ლევან სუთიძე - ტაბულას ჟურნალისტი
  82. ვატო წერეთელი - TV პირველის მფლობელი
  83. ირაკლი ფორჩხიძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი 
  84. ივანე წერეთელი - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი.
  85. ჯაბა დევდარიანი - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის საკითხებში დამოუკიდებელი კონსულტანტი
  86. სოფო გელავა - საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი 
  87. ჯაბა ზარქუა - ლექტორი, გასტროენტეროლოგი
  88. ჯული გიორგაძე - პოლიტიკის კომუნიკაციების ექსპერტი.
  89. კატო კოპალეიშვილი - თავისუფლების ინსტიტუტი
  90. ტეო ხატიაშვილი - კინოკრიტიკოსი
  91. მიშა მშვილდაძე - TV ფორმულას ყოველდღიური შოუს წამყვანი
  92. ქეთევან ხაჩიძე - “ორბელიანი საქართველოს” დირექტორი
  93. მირიან ხუხუნაიშვილი - დირიჟორი.
  94. ვლადიმერ აფხაზავა - ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი, მასწავლებელი
  95. ქეთევან მსხილაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
  96. ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტიკური ანალიტიკოსი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში
  97. ლანა ლაგვილავა - იურისტი, მწერალი
  98. ლევან სიხარულიძე - თავისუფლების ინსტიტუტი
  99. ლია ლიქოკელი - მწერალი 
  100. ზაზა აბაშიძე - “ფლანგვის დეტექტორის” დამფუძნებელი
  101. რაულ აგიკიანი - იურისტი.
  102. პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი და გამგეობის წევრი. 
  103. რუსუდან კობახიძე - თბილისის მწვანე სკოლა.
  104. მიშა მდინარაძე - კომპოზიტორი
  105. ნიკოლოზ ალექსიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სოციალური მეცნიერებების დეკანი.
  106. სერგო ჩიხლაძე - ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის მონაწილე 2013-14 წლებში
  107. თეონა ბექიშვილი - ლიტერატურათმცოდნე, ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი
  108. გვანცა ჩაჩანიძე - თავისუფლების ინსტიტუტი.
  109. თენგო თევზაძე - სამართლისა და თანასწორობის ცენტრი
  110. ვახო ჯაჯანიძე - კინორეჟისორი
  111. ზაალ ჩხეიძე - მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე
  112. ზაზა კოშკაძე - მწერალი
  113. ზვიად რატიანი - პოეტი, მწერალი
  114. ზვიად აძინბაია - არარეზიდენტი სამეცნიერო თანამშრომელი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები