ევროსაბჭოს მინისტერიალი

კარასინი: თქვენი საზოგადოება ისეთი აღელვებულია, ვფიქრობ, ლავროვი მინისტერიალზე არ ჩამოვა

0 კომენტარი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, გრეგორი კარასინი ტელეკომპანია იმედთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში მაისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა "აღელვებული ქართული საზოგადოების" გამო, მისი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისში არ ჩამოვა.

კარასინი ფიქრობს, რომ მინისტერიალს, შესაძლოა, ლავროვის მოადგილე  ანდრეი რუდენკოს დაესწროს.

"ამ საკითხზე თავიდანვე ნაფიქრია. რუსეთს არ აქვს მიზეზი მინისტერიალზე მონაწილეობაში ეჭვის შესატანად, აი მონაწილეთა დონე - ეს სხვა საკითხია. შეიძლება იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე [ანდრეი რუდენკო] ან რუსთის ელჩი ევროპის საბჭოში - ეს ფართო მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ ჩამოვა მინსტერიალზე. ახსენებენ მინისტრს და სხვა პირებს, დაველოდოთ და ვნახოთ თუ რა იქნება, მე სერგეი ლავროვის ნაცვალად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა დონე მინისტერიალზე სხვა იქნება. ამის მიზეზია პირველ რიგში ის, რომ ასეთი აღელვებულია თქვენი საზოგადოება".

გრეგორი კარასინი ასევე ამბობს, რომ საქართველოში ოპოზიციაც აღელვებულია და ეს ხელს უშლის "სხვა პრაქტიკული საკითხების" გადაჭრას.

"ამაზე ახლა არ გვინდა, ეს უკვე ფილოსოფიაა. მე სენატორი ვარ და ნებისმიერი რამ შემიძლია ვიფიქრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მინისტერიალში მონაწილეობას მივიღებთ, მონაწილეთა დონე კი მოგვიანებით განისაზღვრება".

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.

ოკუპირებული ტერიტორების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

2. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით".

28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები