0 კომენტარი

თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის “წითელი ქრონიკების” ფარგლებში გამოქვეყნდა ბარათები 1921 წლის თებერვლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. 1921 წლის თებერვალ-მარტში დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკა იბრძოდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, წითელმა არმიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახერხა. ოკუპაციიდან თითქმის 70 წლის მანძილზე თებერვალ-მარტის ომის შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტას ჰქონდა. საბჭოთა პროპაგანდა თებერვლის ოკუპაციას “ეროვნული თავისუფლების დაცვასა” და “მუშათა კლასის განთავისუფლებას” უწოდებდა. თავისუფლების ინსტიტუტის მტკიცებით, საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდი არასაკმარისად და არასრულად ისწავლება სკოლებში. ქართულმა საზოგადოებამ დღესაც ცოტა იცის 1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს რესპუბლიკის ისტორიასა და იმ პერიოდის ტრაგიკულ პერსონაჟებზე. პროექტი “წითელი ქრონიკები” მიზნად ისახავს საქართველოს საბჭოთა წარსულის შესახებ ცოდნის კვლევასა და გავრცელებას.

 

***

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი

1920 წლის მაისში ბოლშევიკები ომის გამოუცხადებლად შეიჭრნენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველომ საჯარისო ნაწილების მობილიზება შეძლო და ფოილოს ხიდთან ბრძოლაში რუსები დაამარცხა. დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომელიც მოგვიანებით რუსეთმა დაარღვია.

***

რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს წევრების გრიგოლ (სერგო) ორჯონიკიძისა და სერგეი კიროვის ანგარიში რკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტს, 1921 წლის 2 იანვარი.

***

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი
ნოე ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (1918-1921), იხსენებს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვლის ომის დასაწყისს.

***

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი
სტალინის ბავშვობის მეგობარი, სოციალ-დემოკრატი მენშევიკი, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გერმანიაში გადასახლებული იოსებ ირემაშვილის მოგონება.

***

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი
ნოე ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (1918-1921), იხსენებს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვლის ომის დასაწყისს.

***

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში ქართული სამხედრო სკოლის შეგირდები, იუნკრები, რუსეთის მე-11 არმიისგან იცავდნენ თბილისს.

ფოტოზე გამოსახულია იუნკერი შალვა ერისთავი, რომელიც ტყვიამფრქვევს გადაეფარა თანამებრძოლებისა და თანაკლასელების გადარჩენის მიზნით, განგმირა მემიზნე და საშუალება მისცა ქართულ მხარეს კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინა.

***
 

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი
მარო მაყაშვილი დაიღუპა 1921 წლის 19 თებერვალს, კოჯრის მისადგომებთან, რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

მარო 19 წლის იყო.

***

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი
ნაწყვეტი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის წიგნიდან “მოგონებანი 1917-1925".

***

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი
ლევ ტროცკი 1921 წლის თებერვლის მოვლენების შესახებ წერს თავის წიგნში “სტალინი”.

ტროცკი ოკუპაციის პერიოდში რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და საბჭოთა რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი იყო.

***

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი

1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. თებერვლის მოვლენებს საბჭოთა პროპაგანდა განმათავისუფლებელ მოძრაობად მოიხსენიებდა და უარყოფდა ძალის გამოყენებით ოკუპაციას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები