ირანში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 95 შემთხვევა

Reuters

ირანშიახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხმა 16-ს მიაღწია. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 95 შემთხვევა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანში აღირიცხა. ვირუსით დაავადების შემთხვევების უმრავლესობა თეირანთან ახლოს, ქალაქ კომში გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს სახლიდან გასვლისგან თავი შეიკაონ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები 23 თებერვალს შეზღუდა.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს ახალი ვირუსის აღმოჩენა დადასტურდა.

კომენტარები