ოჯახში ძალადობა

ბავშვების თანდასწრებით ცოლის ცემისა და მოკვლის მუქარისთვის გორში 39 წლის კაცი დააკავეს

www.geo.tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი, 1981 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.

"დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ც.ს.-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა" - აცხადებს შსს.

არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები