ამაღამ თბილისის 50-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

ამაღამ თბილისის 50-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, რიონჰესის, იმერეთის, ბენდელიანის, მექანიზაციის, ცისარტყელას, ტრაქტორის, ჭიჭინაძის, ქუთათელაძის, ჭყონდიდელის, ხრესილის, კოკინაკის, ჯავის, სააკაძის და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, იოსებიძის, კალანდაძის, შარტავას, ანაგის, სულაკაურის, ხვიჩიას, საბურთალოს, გამსახურდიას, კოსტავას, ბროლოსანის და შავთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერცხლის, ჩიკვაიძის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის, ავლევის, ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, მამაცაშვილის, ველისციხის, შავთელის, ნიშნიანიძის და ჩახრუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები