როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები

Getty Images

დღეს, ჯანდაცვის მინისტრამ ეკატერინე ტიკარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით გუშინ შემოვიდა.

ახალი კონორავირუსის წამალი ან თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია. თუმცა, მისგან თავდაცვითი ზომების მიღება შესაძლებელია ზუსტად ისევე, როგორც რინოვირუსული ინფექციის შემთვევაში, რაც მოიცავს ხელების დაბანას, დაცემინების შედეგად დაბინძურებული ნივთებთან ფრთხილ მოპყრობას. კორონავირუსების წინააღმდეგ ისეთი დეზინფექციური საშუალებები, როგორიცაა ქლოროქსილენოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი და ცეტრიმიდი / ქლორჰექსიდინი არაეფექტურია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ვირუსის თავიდან აცილებისთვის ჰიგიენის ჩვეულებრივი წესები დავიცვათ:

  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში. წყლისა და საპნის არარსებობის შემთხვევაში, ხელების გასასუფთავებლად გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი საშუალება.
  • ცემინებისას და ხველებისას დაიფარეთ პირი და ცხვირი ხელსაცოხით. დაცემინების შემდეგ გადააგდეთ ხელსახოცი და დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები. ხელსახოცის არარსებობის შემთხვევაში ცემინებისას დაიხმარეთ თქვენი მოხრილი იდაყვი.
  • აუცილებლია იმ ნივთებისა თუ გარკვეული ზედაპირის მუდმივი დეზინფექცირება, რასაც თქვენ რეგულარულად ეხებით.
  • თავი აარიდეთ იმ ადამიანთან კონტაქტს, ვისაც სიცხე აქვს, ახველებს, აცემინებს ან გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.
  • თუ გაქვთ სიცხე, გახველებთ ან სუნთქვის გართულება გაქვთ, სასწრაფოდ მიაკითხეთ სამედიცინო დაწესებულებებს და ასევე გაუზიარეთ მათ ინფორმაცია თქვენი ბოლოდროინდელი მოგზაურობის შესახებ.
  • ცოცხალ ცხოველებთან დაუცველად კონტაქტს თავი აარიდეთ.
  • უმი ან მაგრად მოუხარშავი ცხოველური პროდუქტის მიღებას თავი აარიდეთ. უმ ხორცთან, რძესთან ან ცხოველების ორგანოებთან იყავით ფრთხილად.

კომენტარები