თავდასხმა კურავაზე

ნადირაშვილი: კუპრავაზე თავდასხმა შემაშფოთებელია, ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, გუშინ ღამით ზვიად კურავაზე მომხდარი თავდასხმა შემაშფოთებელია. მისივე თქმით არის, ეს არის იმის დემონსტრირება თუ როგორ ექცევა ხელისფულება იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ აზროვნებენ მამუკა მდინარაძისა და დაჩი ბერაიას მსგავსად და პრობლემებს უქმნიან ქართულ ოცნებას. 

"ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, დაამთავრებს ძალიან ცუდად. არ შეიძლება საკუთარი ტიტუშკები დაახვედრო და აცენიმო ადამიანები, ვინც არ მოგწონს. ხელისუფლება იყენებს ამ მეთოდს და ევროპული საქართველოს კარებთანაც ყოველ საღამოს ვხედავთ ე.წ ქართული ოცნების ტიტუშკებს. მეორეს მხრივ, იყენებს პოლიტიკური დევნის მექანიზმს. ასეთი მეთოდები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის არ გრძნობს თავს მყარად. როდესაც თავს მყარად გრძნობ და ფიქრობ, რომ არჩევნებს მოიგებ, მაშინ არ არის საჭირო პოლიტიკური ველის მოსუფთავება და მაგალითად გიგი უგულავას გამომწყვდევა ციხეში და არ არის საჭირო საკუთარ ტიტუშკებს ზვიად კუპრავა აცემინო," - ამბობს ნადირაშვილი. 

ნადირაშვილი ამბობს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისებაა და ქვეყანაში კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც აისახება. მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ კუპრავაზე თავდასხმის გამო ვინმე პასუხს აგებს, თუმცა ამბობს, რომ მსგავს ფაქტებს აუცილებლად მოჰყვება რეაგირება მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში აღარ იქნება. 

"როცა შეურაცხყოფას აყენებენ ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს და ამის გამო ადამიანს ციხეში სვამენ, რაც არის ლეგიტიმური, როცა ადამიანს თავს დაესხმები ამის გამო პასუხი უნდა აგო, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ძიუდოისტებს ახვედრებ გიგი უგულავას და პირიქით ბრალს მას უყენებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და შემაშფოთებელია," - ამბობს ნადირაშვილი. 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ზვიად კუპრავას გუშინ, 27 თებერვალს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. კუპრავა თავდასხმას მის აქტივობებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს ხელისფულების პასუხია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები