ოჯახის წევრის მკვლელობა

სოფელ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობისთვის 1 პირს ეძებენ

სოფელ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობისთვის 1 პირს ეძებენ. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები